ინტერნეტსივრცეში აქტიურად განიხილავენ ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის განშორებას, თუმცა, ოფიციალური განცხადება ჯერ არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. 56 წლის კასელმა სოც.ქსელიდან მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. 26 წლის მოდელმა კი დაბადების დღე საყვარელი მამაკაცის გარეშე გაატარა.
რამდენიმე საათის წინ მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთი ფოტო კი, სადაც ის ლურჯ პალტოში დგას, ასე დაასათაურა:
„იცროცა იცი, რომ უკვე დროა..“, – წერს მსახიობი.
ფოტოებიდან ვიგებთ, რომ ვენსანი ახლა პარიზში იმყოფება.
ცნობისთვის, მედია განშორების მიზეზად ვენსან კასელის მხრიდან ღალატზეც საუბრობს. ორი თვის წინ პარიზში სტივენ ჰოპკინსის სერიალის, „კავშირის“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლებს სწორედ ევა გრინი და ვენსან კასელი თამაშობენ. წითელ ხალიჩაზე მსახიობები ერთად პოზირებდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. სერიალში მათ შორის ქიმია თვალსაჩინოა. 56 წლის კასელის „ინსტაგრამს“ თუ გადახედავთ. ნახავთ, რომ მას ბოლო პერიოდში, 42 წლის ევა გრინთან გადაღებული არაერთი ფოტო აქვს გავრცელებული.