დიეტოლოგებმა და ექსპერტებმა დაასახელეს საუკეთესო დრო ყავისა და ტკბილეულის მისართმევად, რათა მათ ორგანიზმს ენერგია დიდი ხნით მიაწოდონ და არ დააზარალონ.
უმჯობესია ყავა დალიოთ არა გაღვიძებისთანავე, არამედ 1,5-2 საათის შემდეგ. რჩევაა პირველი ფინჯანი გამამხნევებელი სასმელის დილის 10 საათიდან შუადღემდე პერიოდში მიიღოთ. ყავის მეორე ნაწილის დალევა კი შუადღის ორ საათზეა რეკომენდირებული.
დილის ყავამ შეიძლება გამოიწვიოს ლანჩის შემდეგ რაიმე ტკბილის ჭამის სურვილი, რადგან კორტიზოლი ამაღლებს არტერიულ წნევას და იწვევს ორგანიზმში ენერგიის დაგროვებას.
ურჩევენ ტკბილეულისა და ცომეულის ჭამას დღის პირველ ნახევარში, როცა მეტაბოლიზმი უფრო აქტიურია და ენერგიის ხარჯვა მეტია. საღამოს, ნახშირწყლებმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრის მატება, რაც აუარესებს ძილის ხარისხს და იწვევს ჭარბი წონის დაგროვებას.