LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღმოაჩინა ცისნამი საყვარლიშვილმა, რომ დები ჰყავს და როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ემიგრანტმა ბიოლოგიური მშობლების ვინაობა საჯაროდ გაამხილა: „მამის ოჯახი მზადაა მიმიღოს და გამიცნოს, დედის ოჯახიდან არავინ მეხმიანება… ასეთი სასოწარკვეთილი კარგი ხანია არ ვყოფილვარ“

3044
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ქართველი ემიგრანტი წერს, ახლახან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიოლოგიური მამის მხრიდან სამი და ჰყავს.

ემიგრანტი სიხარულით უზიარებს საზოგადოებას, რომ სამივე დასთან დაამყარა კონტაქტი და მასთან ურთიერთობის სურვილი დებმაც გამოთქვეს.

„ასეთი ყოფილა ეს ისტორია – დედაჩემს და მამაჩემს ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი… მე მამას შევხვდები, დებს გავიცნობ და მამის მხრიდან დიდ ოჯახს შევუერთდები, არ მმალავენ, ჩემთან ურთიერთობა სურთ…“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიოლოგიური დედის მხრიდანაც ჰყავს მას ერთი და რომელიც, საყვარლიშვილის თქმით, წლებია მის არსებობას მალავს:

„ბიოლოგიური დედის მხრიდან ერთი და მყავს, რომელიც ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი გოგონაა. წლებია ვიცნობდი და ის წლებია მალავდა ჩემს არსებობას. არსად არ უთქვამს რომ მე მისი და ვიყავი. მეც ჩუმად ვიყავი. მის ფოტოს არ ვდებ. არ მოეწონება. უკვე გამიბრაზდა იმაზე, რომ საჯაროდ ვთქვი დედის სახელი.
ახლა აღმოჩნდა რომ ბიოლოგიური მამის მხრიდანაც სულ დები მყავს.
სამივემ მომწერა და სამივეს სურს ჩემთან ურთიერთობა.
ერთი სული აქვთ როდის დამალაპარაკებენ მამას.
როგორც თვითონ ამბობენ, მამას არ სცოდნია ჩემი არსებობის შესახებ.
მომწერა ბიძაშვილმა მამის მხრიდან. ძალიან გახარებული იყო. დიდი და ლამაზი ოჯახი გვაქვს და გელოდებით საქართველოშიო.
ანუ, კარგი ვქენი რომ საჯაროდ დავწერე. მამის ოჯახი მზადაა მიმიღოს და გამიცნოს.
დედის ოჯახი და ნათესავები ჩუმად არიან, არავინ მეხმიანება.
დედას როგორც ჩანს ისევ არ ვუნდივარ.
მამა ფოტოდან კეთილი და კარგი ადამიანი ჩანს. ჯერ არ დავდებ მის ფოტოს. ძალიან ემოციურია ჩემთვის.
ვერ ვბედავ საუბარს. გაბრაზებული ვარ. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა.
ცოტა დრო მჭირდება რომ ყველაფერი გადავხარშო.
თავი გასკდომაზე მაქვს. ათასი რამ ტრიალებს ერთად.
ასეთი სასოწარკვეთილი კარგი ხანია არ ვყოფილვარ.
მადლობა დებს გამოხმაურებისთვის.
გატეხილ გულს ესიამოვნა“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, მამის მხრიდან ახლად აღმოჩენილმა დებმა მისწერეს:

„არავის ვუნდოდი, ცხოვრების მუწუკივით ვგრძნობდი თავს… ახლა ვგრძნობ, რომ თითქოს შვილმაც დამტოვა… მინდა ვუთხრა – დე ძალიან მენატრები ჩამოდი რა, მე რომ ჩავიდე მეშინია უარით უკან არ გამომაბრუნოს“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური ვიდეო, ქართველი ემიგრანტის ამაღელვებელი ისტორია

„გაიცანით ჩემი ნახევარი დები მამის მხრიდან:
ქეთევანი, მადონა, ნინო.
ყველაზე უფროსი მე ვარ.  
ქეთიმ მომწერა ეს:

გამარჯობა ცისნამი!
შენი პოსტი წავიკითხე. დიდი ხანია შენი „ფოლოუვერი“ ვარ და გგულშემატკივრობდი. ყოველთვის მინდოდა გენახა შენი ბიოლოგიური მშობლები!
და დღეს წავიკითხე ისტორია, რომელიც ჩემთვის ძალიან მგრძნობიარეა, რადგან ბადრი კაპანაძე მამაჩემია და ხშირად მსმენია მისი დაუვიწყარი სასიყვარულო ისტორია ნანა შეყლაშვილთან. მაგრამ შენს შესახებ ნამდვილად არაფერი არ იცის და ჯერ ჩვენც არაფერი არ გვითქვამს.( იმიტომ რომ მამა საჩხერეშია, მასთან ფიზიკურად არ ვარ და ტელეფონით ამ საკითხზე ვერ დაველაპარაკეთ ჯერ)
ჩვენთვისაც ძალიან ემოციურია და ვერც ვალაგებთ სიტყვებს, ამ მოულოდნელი ამბისგან მიღებული ბედნიერებისგან! როდესაც ცოტა გავიაზრეთ ჩვენ თავს რა ხდებოდა, ბიძასთან ( ბადრის ძმასთან ) გადავამოწმეთ ინფორმაცია შენს შესახებ. მანაც არაფერი არ იცოდა, თუმცა, სასიყვარულო ისტორიის ამბის შესახებ დაგვიდასტურა. ნამდვილად არ ვიცოდით შენს შესახებ ჩვენს დიდ ოჯახში!
ჩვენ ვართ სამი და: ქეთი, მადონა და ნინო. ჩვენ სიხარულით მიგიღებთ ჩვენს ძალიან თბილ, ერთგულ დედ-მამაშვილურ სიყვარულში!
სიამოვნებით დაგელოდებით და დაგეკონტაქტებით როცა შენ მოისურვებ“ – ნათქვამია ცისნამი საყვარლიშვილისთვის დების მიერ გაგზავნილ წერილში.

ბიოლოგიური დედის მხრიდან ერთი და მყავს, რომელიც ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი გოგონაა. წლებია ვიცნობდი და ის წლებია…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g