ჯენიფერ ლოპესი ბევერლი-ჰილსზე მდებარე კულტურის ცენტრს ესტუმრა. ამ დღეს 55 წლის არტისტი და მსახიობი შეუდარებლად გამოიყურებოდა სხეულზე მომდგარ, კრემისფერ, ნაქსოვ ორეულში, რომელსაც მან კლასიკური, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე, ამავე ღონისძიებაზე გამოჩნდა ბენ აფლეკი, თუმცა, მედიის ცნობით ექს-მეუღლეებმა ერთმანეთთან შეხვედრას თავი ოსტატურად აარიდეს.
შეგახსენებთ, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი, ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს ორწლიანი ქორწინების შემდეგ ზაფხულში დაშორდნენ. სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული არტისტი „დიდი რევანშს“ გეგმავს. გამოცემას ინსაიდერმა განუცხადა, რომ 2025 წელი არტისტისთვის და მსახიობისთვის ყველაზე წარმატებული იქნება.
ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული ჯეი ლო „დიდი რევანშს“ გეგმავს – უახლესი დეტალები
შეუჩერებელი ჯეი ლო, „შეუჩერებელის“ პრემიერაზე – ფილმის პროდიუსერი, ბენ აფლეკი კვლავ არ ჩანს