LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იწინასწარმეტყველა რობერტ სტურუამ მსახიობ ქეთი სვანიძის გათხოვება: „ეს სცენა რეალობად აქცია…“

253
ქეთი სვანიძე და რობერტ სტურუა

რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, თუ როგორ იწინასწარმეტყველა მისი გათხოვების ამბავი რეჟისორმა რობერტ სტურუამ:

„ჩემმა მეუღლემ ძალიან ლამაზი სიურპრიზი გამიკეთა. ახალ წელს მთელი ჩვენი სამეგობრო შეკრიბა და მოულოდნელად ხელი მთხოვა. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული და ლამაზი გამოვიდა. ყოველთვის მიყვარდა მსგავსი ჟესტები და ძალიან გამახარა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მაშინ საახალწლო სპექტაკლს ვაკეთებდით. ბატონი რობიკო ამ სპექტაკლში მნიშნავდა, ეს რეპეტიციებზე უკვე გაკეთებული გვქონდა და ზურამ ეს სცენა რეალობად აქცია (იცინის).

ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ბატონი რობიკოს წინასწარმეტყველურ უნარს და ესეც რომ დაემთხვა, ძალიან ბევრს ვხუმრობდით. განსაკუთრებულად ბედნიერად მახსოვს ეს პერიოდი, ეს ამბავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g