LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ შვილივით მყავდი გულში. გული მეგლიჯება, ღმერთო“ – ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაღუპულ ახალგაზრდებს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან

1757
2025-08-21_00-30-46_723607

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ტრაგიკულ, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდები: ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.

დაღუპულ ახალგაზრდებს მეგობრები და ოჯახის წევრები ემოციური, გულისტკივილით სავსე სიტყვებით ემშვიდობებიან.

„ჩემო საოცარო მარიამ, თავი კოშმარში მგონია… გაუსაძლისი ტკივილია“.

„როგორ შვილივით მყავდი გულში. გული მეგლიჯება, ღმერთოო…
მზეკო, ლაშა როგორ მენანებით ამხელა ტკივილისთვის“.

„მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა, როგორ დავიჯერო? როგორ დავიჯერო რომ აღარ ხარ? “, – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g