როგორი იმპლანტია დღეს მოთხოვნადი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ სტომატოლოგიური კლინიკის „ენამელი“ ყბა-სახის ქირურგმა, იმპლანტოლოგმა გიორგი რაქვიაშვილმა ისაუბრა.
რას შეისწავლის ყბა-სახის ქირურგია?
ყბა-სახის ქირურგია შეისწავლის სახის მიდამოსა და პირის ღრუში არსებული პათოლოგიური დაავადებების მკურნალობას. დენტალური იმპლანტაცია დღეს მოთხოვნადი და აქტუალურ თემაა. ეს არის სტომატოლოგიური დარგის ქირურგიული მიმართულება, რომლის დროსაც ხდება დაკარგული კბილების აღდგენა, ისე რომ არანაირი კუთხით არ ვეხებით მეზობელ კბილებს, ანუ ინდივიდუალურად ხდება დანაკლისი მიდამოს შევსება.
შეგუების პროცესი რთულია?
ამას არ გამოვყოფდი, რადგან დენტალური იმპლანტაციის პროცედურა პრევენციული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ტარდება. ექიმი ადასტურებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თანამედროვე იმპლანტის დიზაინისა და სტომატოლოგიური საშუალებების ფონზე შეხორცების პროცესი მარტივდება.
უკუჩვენებს რომ შევეხოთ…
უკუჩვენები ნამდვილად ყურადსაღებია საკითხია. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. რთული პაციენტების მართვა ხდება ერთი ეტაპით გახანგრძლივებულად, ეს იქნება სიმსივნური მიმართულება თუ გულსისხძარღვოვანი პრობლემები, მკურნალობა რეგულირდება და ასეთ პაციენტებსაც შეუძლიათ მიმართონ დენტალურ იმპლანტაციას.