რუსკა ქარქაშაძე ჟურნალ„ სარკეს“ პირადი ცხოვრების დეტალებს უმხელს. მასთან სიყვარული მოულოდნელად მოვიდა. რუსკას რჩეული ბიზნესის სფეროს წარმომადგენელია:
„ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბედნიერი ვარ. სხვა მხრივაც წარმატებული და საინტერესო წელი გამოდგა. ბევრი ახალი პროექტი და საინტერესო შეთავაზება მქონდა. ჯამში, ძალიან ნაყოფიერი წელი იყო.
რაც შეეხება სიყვარულს, იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საერთოდ არ ველოდი. ძალიან სწრაფად და დაუგეგმავად მოხდა ეს ყველაფერი. როდესაც ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი და ველოდი სიყვარულს, სწორედ მაშინ გამოჩნდა. ეს ურთიერთობა მეგობრობით არ დაწყებულა. გავიცანით თუ არა ერთმანეთი, ყველაფერი იქიდან დაიწყო. პირველივე ნახვისას ძალიან დადებითი აურა ვიგრძენი მისგან. არ მეგონა, თუ ერთი ნახვით ადამიანის მიმართ ასეთი გრძნობები გამიჩნდებოდა. შეიძლება, ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ ნაპერწკალი პირველივე ნახვისას ნამდვილად იყო.
პირველ რიგში, ძალიან კარგი და დადებითი ადამიანია. სულ კარგ ხასიათზეა, ძალიან ლაღია, ძალიან მომნუსხველი ენერგია აქვს. დროთა განმავლობაში უფრო მეტი და მეტი დადებითი თვისება გამოავლინა. ჩემთვის ძალიან კარგი მოტივატორი აღმოჩნდა…“
ვიდეო: “ერთმანეთი საერთო სანაცნობოში გავიცანით” – რუსკა ქარქაშაძე პირად ურთიერთობაზე
ფოტო: როგორ ატარებს შეყვარებულთან ერთად დროს რუსკა ქარქაშაძე – “სილამაზე…დედოფალი”
ფოტო: “როგორ უხდებით ერთმანეთს” – რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს