LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც” უარყოფს

113

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არ ადასტურებს მედასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ამ ეტაპზე საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

„ავიაკომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზეშემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს“ – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა დაუახლოეს მომავალში Ryanair თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებდა.

Ryanair–ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ჭორი და სპეკულაცია უწოდა, თავად ავიაკომპანიის წარმომადგენელმა “ფორტუნასთვის” მიწერილ წერილში.

“ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე”,–განაცხადა რაინეარის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა “ფორტუნასთან”.

აღნიშნული ინფორმაციის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს ის ფაქტიც, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ზოგადად არა თბილისის აეროპორტში, არამედ ქუთაისის აეროპორტში შედიან. (დაბალი გადასახადების გამო).

ავიაკომპანია Ryanair–ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, “ფორტუნაც” წერდა. კომპანიამ გრძელვადიან მომავალში, საქართველოში შემოსვლის პერსპექტივა არ უარყო.

თუმცა, ფაქტია, რომ გავრცელებული ნიუსი ავიაკომპანიის თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება და Ryanair–ის რუკაზე საქართველო ჯერჯერობით არსად ჩანს – არც კოდებში და არც მიმართულებებში.

magti 5g