LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria 2024 ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

501
ბარსელონა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.

Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს. ქართული პავილიონის ფართობი 81 კვ.მ-ია.

Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს გააფართოონ საექსპორტო ბაზრების არეალი.