LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი, როგორც მაოხრებელი გზირი“ – ირაკლი ქადაგიშვილი

141
Untitled design

„სააკაშვილი არის მრავალფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლება, მაგრამ ის თვითდაზიანების რეჟიმზეა გადასული. მან პატიმრობიდან თავის დასაღწევად ეს გზა აირჩია“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ქადაგიშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში ევროპარლამენტარების განცხადებებს.

პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა სააკაშვილზე

„სააკაშვილი როგორც მაოხრებელი გზირი, პრეზიდენტობის დროს რაც დამართა ქვეყანას, ახლაც არ აკლებს და აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას. არასოდეს მოგვისმენია ამ რამდენიმე ევროპარლამენტარის ან ოჯახის წევრის მოწოდება სააკაშვილისადმი, რომ დაემორჩილოს ექიმების დანიშნულებას, მიიღოს სათანადო საკვები.

მათი მიზანი სააკაშვილის შემოსვლის დღიდან სულ სხვაა. ამ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ თავი უნდა დაანებონ.

ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც სპეკულაციებით არიან დაკავებულები“, –  განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინა სააკაშვილის მათთვის გადაცემას ითხოვს,  ქადაგიშვილმა ასე უპასუხა: „სააკაშვილმა სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინა საქართველოში, ის იხდის კანონიერ სასჯელს“.

უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას

„ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს… თავისუფლება მიშას!“ – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ მოწოდებას ავრცელებენ

ფოტიგა: სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება

ზელენსკი: „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი!“

დეგნანი სააკაშვილზე: სერიოზული მდგომარეობაა.. ჩვენი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა შეშფოთებულები ვართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები