LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებს, წიკლაური ამბობს, რომ ეს ქართულ პოლიტიკაში ტექნიკური ძვრების დასაწყისი იქნება

97
Untitled design

“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება უმნიშვნელოვანესი და ტექნიკური ძვრების დასაწყისი ქართულ პოლიტიკაში.” – ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების მნიშვნელობაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური საუბრობს.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ქვეყანაში ჩამოსვლას აპირებს, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც აღნიშნა, რომ მისი დაბრუნება საქართველოში აუცილებელია.

გუშინ, კიევში, სააკაშვილთან შეხვედრის დროს მელიამ თქვა, რომ “სჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ისინი კვლავ შეხვდებიან არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისში და ეს ასეც უნდა იყოს”.

როგორც პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, თუ შეეცდებიან ამ ადამიანის ხელოვნურად იზოლირებას, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სტაბილურობა:

“ეს ყველასთვის არის სასაცილო, ყველამ ცხადად ისიც, რომ აქ არის არა რაიმე კრიმინალი, არამედ პირდაპირ ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკური დევნისთვის საქართველოს პრეზიდენტზე. ეს არის საკმარისის საფუძველი, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, ისევე, როგორც ქართულმა საზოგადოებამ იფიქროს, რომ ასე ადამიანების გამორიცხვით, პოლიტიკიდან გარიყვით ხელოვნურად და ძალადობრივად, პრობლემა ვერ გადაიჭრება.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება უმნიშვნელოვანესი მართლა, ტექნიკური ძვრების დასაწყისი ქართულ პოლიტიკაში. თუ ხელოვნურად შევეცდებით იზოლირებას ასეთი ადამიანის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სტაბილურობა.” – განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გასულ თვეში განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა, როგორც მან აღნიშნა, წინასწარ ჩამოვა და პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები