LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის დღევანდელი პროცესი ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ამ პროცესის მნიშვნელობა დაამციროს: შალვა პაპუაშვილი

203
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ მიმდინარე სასამართლო სხდომას ეხმიანება და აცხადებს, რომ „სააკაშვილის დღევანდელი პროცესი ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება“. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ალტერნატიული ისტორია შექმნას და ამ პროცესის მნიშვნელობა დაამციროს.

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში 9 მილიონი დოლარით, სააკაშვილმა სხვადასხვა სახის კოსმეტიკური მანიპულაცია, კერძოდ: ბოტოქსი და გასახდომი პროცედურები ჩვენს ხალხს დააფინანსებინა, ახლა კი სურთ, რომ ეს ყველაფერი პიჯაკებამდე დაიყვანონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ალტერნატიული ისტორია შექმნას და ამ პროცესის მნიშვნელობა დაამციროს. სინამდვილეში, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცესი, რომელიც ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება.

9 მილიონ ლარზეა საუბარი, კერძოდ, კორუფციულ სქემებზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი პირად სარგებელს იღებდა. ახლა სურთ, ეს ყველაფერი პიჯაკებამდე დაიყვანონ, თუმცა არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა საქართველოს ხალხის თანხით? სინამდვილეში, ამ 9 მილიონში არის ნახევარი მილიონი დოლარის სხვადასხვა კოსმეტიკური მანიპულაცია – ბოტოქსი, გასახდომი პროცედურები და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენს ხალხს მალულად დააფინანსებინა. ჩვენი ხალხის ფული 40 000 დოლარი მალულად გადაიხადა თავისი შვილის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლაში, ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში, 200 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პირად სტილისტსა და მზარეულზე. ეს არის კორუფციის ნაწილი, რომელშიც ჩაფლული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ, რომ საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება: ზაალ უდუმაშვილი

მიშას ეუბნებიან, რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა ენერგეტიკის სამინისტრომ, კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით: ნანუკა ჟორჟოლიანი

გიული ალასანია: ძალიან სასაცილო საქმეა, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული

გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები