LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერი, ჯასტინ ბიბერი და კაროლ ჯი ,,კოაჩელას” ჰედლაინერებად პირველად დასახელდნენ – დაანონსდნენ სხვა პერფორმერებიც

155
photo-collage.png

ქსელში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის – Coachella 2026 წლის სრული ლაინაფი გამოქვეყნდა.

ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის ჰედლაინერები: საბრინა კარპენტერიჯასტინ ბიბერი და კაროლ ჯი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ სამივე არტისტი ,,კოაჩელას” ჰედლაინერის ამპლუას პირველად მოირგებს.

  • კარპენტერის დებიუტი ფესტივალზე შარშან შედგა;
  • ჯეი ბი სხვადასხვა დროს ფესტივალზე მიწვეული სტუმრის სტატუსით ოთხჯერ წარდგა, თუმცა ინდივიდუალური პერფორმანსი არც ერთხელ გაუმართავს;
  • კაროლ ჯის სადებიუტო გამოსვლა ფესტივალზე, 2022-ში ვიხილეთ.

ინდიოში ჩასული მელომანების განწყობაზე ასევე ისეთი შემსრულებლები და ბენდები იზრუნებენ, როგორებიც: ტედი სუიმსიKatseyeSexyy RedCentral CeeSombr და სხვები არიან.

,,კოაჩელა” ორი კვირის განმავლობაში, 10-12 და 17-19 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, ,,კოაჩელას” ისტორია სტარტს 1999 წლიდან იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები