ჯეი ლომ, რომელიც ახალ ფილმში „ქალი-ობობას კოცნა” იღებს მონაწილეობას „ინსტაგრამზე“ ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საცეკვაო ნომრების სირთულეზე და უამრავ გამოწვევაზე საუბრობს.
„ოჰ, ეს ცეკვები! მათი ერთიანად გადაღება ურთულესი აღმოჩნდა“, – დაწერა ვარსკვლავმა და მადლობა გადაუხადა რეჟისორ, ბილ კონდონს „მისი მშვენიერი ხედვისთვის და კინოს მაგიაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის“.
მანამ, სანამ ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგება, ტემპერატურა სულ უფრო და უფრო მაღლა იწევს. აღსანიშნავია, რომ ფილმის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეი ლოს ყოფილი მეუღლე, ბენ აფლეკია, ასე რომ, შესაძლებელია მალე მათი გზები წითელ ხალიჩაზე კვლავ გადაიკვეთოს.
გარდა ამისა, 56 წლის ვარსკვლავი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი ფილმში მისი ახალი იმიჯის გამო. ჯეი ლოს თმა ქერად აქვს შეღებილი და ამის გამო საზოგადოება მას გვენ სტეფანისა და მადონას ამსგავსებს.
„სადღაც, გვენ სტეფანისა და მადონას შუაში“, „მერილინ მონროს გავლენაც იგრძნობა“, „ეს ხომ კოპირებაა“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, კინოსურათში ,,ქალი-ობობას კოცნა” მოვლენები 1981 წელს, არგენტინის ციხეში, ომის დროს ვითარდება და ორი თანამესაკნის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთი პატიმარი რეალობისგან გაქცევისთვის იგონებს ჰოლივუდის ვარსკვლავს, ინგრიდ ლუნას (ჯენიფერ ლოპესი), რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლდება როგორც მომაჯადოებელი „ქალი-ობობა”. ფილმი აერთიანებს ციხის მკაცრ რეალობას და ფერადოვან მუსიკალურ სცენებს.
კინოსურათის პრემიერა 10 ოქტომბერს შედგება.
,,როლი, რომლისთვისაც ჯენიფერ ლოპესი დაიბადა” – ფილმის Kiss of the Spider Woman თრეილერი გამოვიდა