მეუღლესთან განქორწინების ფონზე, მედიაში ბენ აფლეკის უახლესი ფოტოები გავრცელდა. 51 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესში მარტო გადაიღეს, ის თავისი „ბაიკისკენ“ მიემართებოდა და რადიკალურად შეცვლილი იყო.
ბენ აფლეკმა იმიჯი შეიცვალა, შეცვლილია მისი ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი. ამ დღეს მას Red Hot Chili Peppers-ის მაისური, ტყავის „ბაიკერული“ ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა. მის „ლუქს“ მზის სათვალე ასრულება.
„სახეზეა შუახნის კრიზისი“, – ასე აფასებენ მსახიობის ამჟამინდელ მდგომარეობას.
ცნობისთვის, ჯეი ლომ 55 წლის იუბილე მეუღლის გარეშე აღნიშნა. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბენიფერის“ უთანხმოების საწყისი მიზეზი, ჯეი ლოს პიკანტური ჩაცმულობა გახდა.
„ბენს არ მოსწონდა ჯეი ლოს პიკანტური ლუქები“ – ყველასთვის მოულოდნელი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ