LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „გულსატკენია და შეურაცხმყოფელი, როცა ქალი ღალატის მსხვერპლი ხდები. თან, მაშინ, როცა მთელი საქართველო იგებს ამის შესახებ…“

111
page

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (8 დეკემბრის ნომერი) დანგრეული ოჯახების შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ საკუთარ ქალიშვილს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით

„ჩემს შვილს ვეუბნები ხოლმე: მე ვარ შენთვის ცოცხალი მაგალითი, როგორ არ უნდა გააკეთო რაღაცები. ცუდია, რომ ვასწავლი, ზედმეტად არ ენდოს ადამიანებს, ყველას არ უნდა გაუღიმოს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან მინდა, იცოდეს, რომ ნაკლებად ეტკინოს. იმედია, გამოადგება ჩემი რჩევა და მე ყოველთვის ვიზრუნებ იმაზე, რომ იყოს ბედნიერი. მე საკუთარ თავს ვიდანაშაულებ, მაგრამ სამი ოჯახი დამენგრა და არც ერთ შემთხვევაში მე არ ვყოფილვარ გაშორების მიზეზი. ალბათ, არასწორად ვირჩევდი მეორე ნახევრებს და ესეც ჩემი ბრალია, არ შეიძლება ადამიანის ზედმეტად ნდობა.

პირველ მეუღლესთან ერთი წელი ვიყავი, მეორესთან – ორი, მაგრამ როცა 15 წელი ადამიანთან ცხოვრობ, გყავს შვილები, ზრდი მათ, გაქვს ყოფითი პრობლემები და საკითხები, რასაც ორივე ინაწილებთ… იმდენად ეჩვევი ადამიანს, აღარ ფიქრობ სხვა რაღაცებზე…

ბოლო პერიოდში მქონდა ეჭვები, მაგრამ ვაიგნორებდი, თუმცა მშვიდად არ ვიყავი. ზოგადად, ყველა ქალის ცხოვრებაშია ეჭვის მომენტები, მაგრამ ძალით რომ გაგაგებინებენ, ეს სხვა საკითხია. გულსატკენია და შეურაცხმყოფელი, როცა ქალი ღალატის მსხვერპლი ხდები. თან, მაშინ, როცა მთელი საქართველო იგებს ამის შესახებ და არ წყდება საუბრები. იმ მომენტში გინდა, კარი გამოიკეტო და დარჩე საკუთარ თავთან მარტო. დღემდე არ ჩერდება სოციალური ქსელი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g