საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში , ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში” აჩუქა.
მიღებაზე ტრამპებმა 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს. ოფიციალური მიღება ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.