LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი ხელისუფლებას: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა, საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე წალეკავს

142
ing (3)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი 20 ივნისის აქციას გამოეხმაურა.

რამდენი ათასი ადამიანი იყო აქციაზე – შინ ევროპისკენ

მან ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს შეზღუდავს, მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას მხოლოდ დააჩქარებს.

სამადაშვილის თქმითვე, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა და საქართველოს ქუჩებს წალეკავს:

“არჩევანი ქართველ ხალხზეა – ან ვირჩევთ ევროპას და ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. არავის ვურჩევ, რომ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ.

“ქართული ოცნებიდან” ყველა ნაბიჯი, რომელიც შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, მხოლოდ დააჩქარებს როგორც მრავალრიცხოვანი აქციების გაგრძელებას ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასვლას. ამიტომ, თქვენს ადგილზე ორჯერ დავფიქრდებოდი, როგორ მოვიქცეოდი უახლოეს მომავალში.

გუშინ ქართველმა ხალხმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და ქუჩებში დააფიქსირა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

ახალი სახალხო მოძრაობა იქმნება, რომლის სათავეში ხალხი იქნება და წარდგენა 24 ივნისს მოხდება – მორიგი ინიციატივა აქციის ორგანიზატორებისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები