LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამსახურის პოვნა მტკივნეული პროცესი იყო, ერთმა ძალიან საყვარელმა ქალბატონმა შემიფარა ჩუმად, სადაც თვითონ მუშაობდა, ისე რომ არც მოხუცმა და არც მისმა შვილებმა არ იცოდნენ, მოხუცი უსინათლო იყო და ვერ მხედავდა..“ – ცისნამი საყვარლიშვილი ემიგრაციის რთულ გზაზე ჰყვება

198
ცისნამიუ

ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც მრავალი წელია აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს ემიგრაციის რთულ გზაზე გვიყვება.

ამის შესახებ ცისნამი სოციალურ ქსელში წერს და საჯარო მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც მას რთულ მომენტებში ხელი გაუმართეს.

„ამერიკაში ჩამოვედი 2013 წელს, სტუდენტური ვიზით. ვიზას რომ ვადა გაუვიდა, სწავლის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე და დავრჩი უსაბუთო. წლები ვიცხოვრე არალეგალად. როცა არალეგალი ხარ დიდი არაფერი არ შეგიძლია. ქალის სამსახურია: მომვლელი, ძიძა, დიასახლისი ან დამლაგებელი. ძიძად ვერ გავქაჩე რადგან ძალიან სენსიტიური იყო ჩემთვის. არ შემეძლო სხვისი შვილის მოვლა, მაშინ როცა ჩემსას სხვა უვლიდა. ასე გავხდი მოხუცების მომვლელი და წლები მუხლჩაუხრელი ვშრომობდი.

თავიდან ენა კარგად არ ვიცოდი და ძალიან მიჭირდა.

სამსახურის პოვნაც მტკივნეული პროცესი იყო. სანამ უმუშევარი ვიყავი, ერთმა ძალიან საყვარელმა ქალბატონმა, ლიანა კახაძემ შემიფარა ჩუმად, ნიუ-ჯერსიში, სადაც თვითონ მუშაობდა, ისე რომ არც მოხუცმა და არც მისმა შვილებმა არ იცოდნენ. მოხუცი უსინათლო იყო და ვერ მხედავდა. ქალბატონი ლიანა, უძვირფასესმა ქალბატონმა ნანი დევდარიანმა გამაცნო. ერთი თვე ერთ ოთახში ვცხოვრობდი. პაპანაქება ზაფხული იყო, გარეთაც ვერ გავდიოდი რომ ჰაერი ჩამესუნთქა, იმის შიშით რომ არავის დავენახე.

დილით საუზმეს მიმზადებდა, ცხელი ჩაი, პურითა და მოცარელა ყველით. ჩემს ოთახში შემოჰქონდა. შემდეგ გემრიელი საუზმე და ვახშამი. მე ვიჯექი და მთელო დღე აგენტებთან ვრეკავდი რომ სამსახური მეშოვნა. ქალბატონი ლიანა მარტო თავის მოხუცს კი არა, მეც მივლიდა, შვილივით

მიმიღო და მეალერსებოდა. ხომ გეუბნებით არც კი ვიცნობდით ერთმანეთს და ის არც ჩემი ნათესავი იყო და არც ახლობელი.

ფეხებზე რაღაც პრობლემები ჰქონდა და ძლივს დადიოდა. ულამაზესი სახე ჰქონდა. მე დედის ალერსი მენატრებოდა, მას კი შვილის სურნელი. ერთმანეთს სიყვარულით ვაიმედებდით. არასდროს დამიწერია მასზე საჯაროდ და ახლა ვწერ, რადგან როცა მე ამერიკაში ჩამოვედი ძალიან კარგი და საუკეთესო ნაკადი იყო ქართველების. ერთმანეთს ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ. მადლიერი ვარ ქალბატონი ლიანასი, ნანისი. მათი დახმარებით შევედი პირველ სამსახურში.

არასდროს მავიწყდება მათი მოვლა, სითბო და სიყვარული.

ახლა კი, რასაც ვხედავ, ასე შორიდან, თუ რა ხდება ქართულ ემიგრაციაში, გული მიწუხდება. შური, ბოღმა, შეურაცყოფა, ერთმანეთში ბრძოლა, ჭორაობა, ერთმანეთის გაწირვა და ბულინგი ტრიალებს. ლიჟბი ოღონდ ვიღაც დაჯიჯგნონ და შეჭამონ!

რატომ ხალხო, რატომ? არ შეიძლება სიყვარულით იცხოვროთ? არ შეიძლება ერთმანეთი თუ არ გიყვართ, პატივი მაინც ეცით ერთმანეთს? ასეთ სიბოროტეში როგორ ცხოვრობთ?

რა ვიცი, სიტყვები არ მყოფნის! ძალიან

მიყვარს ქართველი, მაგრამ არა ასეთი!

ჩაიხედეთ თქვენს გულებში და ეცადეთ უკეთესობისკენ შეიცვალოთ.

“დედამიწას სიყვარული ატრიალებს.” – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g