20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – აღნიშნულია „მგზავრების“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია🇬🇪🇪🇺
Posted by MGZAVREBI on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024
20 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის შესახებ განცხადებას ავრცელებს თბილისის მერიაც და ამავე განცხადებაში „მგზავრების“ კონცერტის გაუქმებას ეხმიანება:
„20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.
მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.
სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.
ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ….
Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024