LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჩინეთში, ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობს

75

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Tenth China International Wine Fair (CIADE 2016)“ საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა.

როგორც ”ფორტუნას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გამოფენაზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა უმასპინძლა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: „მეღვინეობა   ხარება“, „ბაგრატიონი 1882“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელიანი ველი“, „შატო მუხრანი“, „თელედა“, GWS და „ბოლერო“.

სააგენტოს ცნობით, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამავე კვირაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ჩინეთის კიდევ ერთ გამოფენაზე – სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, სადაც 21-26 მარტს ღვინისა და კვების საერთაშორისო გამოფენა „The 94th China Food & Drinks Fair“ იმართება.

”ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით ერთ-ერთი სტარტეგიული ბაზარია. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  იყო  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით  –  ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, სულ ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი (0,75ლ)” – განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g