LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად – 8%-ზე ინარჩუნებს

104
რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა, შესაბამისად, ის კვლავ 8 პროცენტს შეადგენს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.

მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის 8%-ზე შენარჩუნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g