LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა

250
ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები, ასევე, განთავსდება ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე, ასევე ის, თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი – კვირას ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

შსს – კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g