საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით (50 %-ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით).
2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს შეადგენს.
საბანკო სექტორის კაპიტალი 13 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15%-ია.