მელოდრამა ფანტასტიკური ფილმის ელემენტებით – ასე შეიძლება შევაფასოთ ფილმი „მეოჯახე“, რომელიც 2000 წელს არის გადაღებული და სადაც მთავარ როლს ნიკოლას კეიჯი ასრულებს.
ფილმი ახალგაზრდა და ამბიციურ მამაკაცზე, ჯეკ კემპბელზე გვიყვება, რომელიც ოჯახსა და კარიერას შორის რთულ არჩევანს აკეთებს. 13 წლის წინ აეროპორტში შეყვარებულთან დაშორებული და სტაჟირებაზე ლონდონში გამგზავრებული ჯეკი, მართლაც წარმატებული ბიზნესმენი ხდება. ყველაფერი იდეალურადაა, სანამ შობის წინ აუხსნელი შემთხვევის წყალობით ის ყოფილ შეყვარებულთან ერთად, ერთ ლოგინში არ გაიღვიძებს. ჯეკს სულ სხვა რეალობა ხვდება, მეუღლე , შვილები, არც თუ ისე წარმატებული სამხარი. ჯეკისთვის ეს გამოცდაა მან შობის წინ უნდა გაიაზროს, სურს იყოს მსხვილი საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელი, იცხოვროს ფეშენებელურ აპარტამენტებში თუ დარჩეს რიგით მეოჯახედ, სადაც უამრავ თავსატეხთან ერთად, ფინანსური პრობლემებიც ემატება.
ნიკოლას კეიჯამდე ბრედ რეტნერმა ჯეკის როლი ჯონ ტრავოლტას შესთავაზა, თუმცა, მან უარი განაცხადა. სიუჟეტში შიშველ თეა ლეონს დუბლიორი ცვლის. ფილმის გადაღებები 1999 წლის ნოემბრიდან 2000 წლის მარტის თვემდე მიმდინარეობდა. ცნობილი ფერარი, რომლითაც ნიკოლას კეიჯის გმირი მოძრაობს, მართლაც ეკუთვნოდა თავად კეიჯს და ის ფილმის გადაღების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა. ფილმის საუნდტრეკი უნდა ყოფილიყო ლედ ზეპელინის ლეგენდარული ჰიტი All My Love, თუმცა საავტორო ორგანიზაციამ მასში კოლოსალური თანხა მოითხოვა. ფილმის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარია, შემოსავალმა 124 მილიონს გადააჭარბა. ფილმისთვის თეა ლეონის „სატურნის“ პრესტიჟული პრემიაც გადაეცა, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ამბობენ, რომ ამ ფილმისთვის ნიკოლას კეიჯმა საკმაოდ მოკრძალებული ჰონორარი აიღო. მიზეზი დიდი ფინანსური სკანდალები და საგადასახადო ვალდებულებები იყო, რამაც ოსკაროსანი მსახიობი აიძულა, დაბალ ბიუჯეტზე დათანხმებოდა. ფილმში ბევრი საახალწლო სცენაა და თავად სიუჟეტიც, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ სასწაულებზე გვიყვება.
6 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა შობა კიდევ უფრო ჯადოსნური გახდეს
„რეალური სიყვარული“ – როგორ იქმნებოდა ყველა დროის ყველაზე ლამაზი საშობაო ისტორია