საუდის არაბეთში მოთოვა. უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საახალწლო განწყობით თაბუკის პროვინცია იყო გამორჩეული და მთავრობამ მისკენ მისასვლელი გზაც კი გადაკეტა, რადგან თოვლის სანახავად დასახლებისკენ ასობით ადამიანი დაიძრა. თეთრი პეიზაჟების შესათვალიერებლად საუდის არაბეთს კატარის მოქალაქეებმაც კი მიაკითხეს.
სინოპტიკოსთა პროგნოზი დამაიმედებელია. ჰაერის ტემპერატურა მომავალ დღეებშიც ძალიან დაბალი იქნება და თოვლის ნახვას კიდევ ბევრი ადამიანი მოასწრებს.
მანამდე კი თოვლიანი საუდის არაბეთის კადრები სოციალურ ქსელებს იპყრობს.