პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ანი წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, თუკი ვინმეს დღეს ამ მხრივ მდგომარეობა რთული აქვს, ეს გახლავთ ანა წითლიძე, რომელიც უკვე მერამდენე დღეა პარლამენტში შიმშილობს. ყველას მოვუწოდებ, მის პოლიტიკურ მეგობრებს, იქნებ ისინი ამ საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ და მიმართონ ქალბატონ ანას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.