ინტერნეტში რეჟისორ ჯინ პრინს-ბაიტვუდის ფილმის, „უკვდავი გვარდია“ ტრეილერი გავრცელდა, სადაც მთავარ როლს შერლიზ ტერონი ასრულებს. ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ფილმი მებრძოლთა არმიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბოროტებას მრავალი საუკუნის განმავლობაში ებრძვის.
„როგორც კი სცენარს გავეცანი, მაშინვე მივხვდი, რომ მას საოცრად დიდი პოტენციალი აქვს. ფილმში აქტუალური საკითხებია წამოჭრილი, უფრთხილდება თუ არა კაცობრიობა იმას, რაც გვაქვს და უფრო მეტი ხომ არ არის ჩვენგან საჭირო“, – განაცხადა მსახიობმა Vanity Fair-თან ინტერვიუში.
ფილმის პრემიერა 10 ივლისაა ჩანიშნული.