LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპულები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს,უკიდურესად მძიმეა სამი გადარჩენილი ქალის მდგომარეობა

468
BeFunky-collage (54)

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან, მომხდარი ავარიის გამო გვიანობამდე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათი ხევიდან ცხედრები და დაშავებულები გამოიყვანეს.

დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

შეგახსენებთ, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

დაღუპულები გვიან ღამით თბილისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც მათი ნათესავები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.

გადარჩენილი მგზავრებიდან სამივე ქალია, ყველა მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებათ. იქნება თუ არა საჭირო ოპერაცია – ამაზე ექიმებს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ავარიის მიზეზად გზაზე გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა სახელდება, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g