LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ-თეთრი ტელევიზორი, ვინტაჟური ტანსაცმელი და სტაციონარული ტელეფონი – წყვილმა თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარი თქვა და 30-იან წლებში „ცხოვრობს“

81
Capture34543

58 წლის ლიზა ფლეტჩერმა და მისმა 55 წლის მეუღლე ნილმა სახლში 1930-იანი წლების ატმოსფერო გააცოცხლეს და ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაზე უარი თქვეს. წყვილის ისტორია Daily Mail-მა გაავრცელა.

ლიზას თქმით, ის ყოველთვის ოცნებობდა ეცხოვრა იმ ცხოვრებით, რომელიც 1930-იან წლებში იყო. მეუღლესთან ერთად მან სახლი ვინტაჟურ სტილში მოაწყო, შეიძინა ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები, დეკორის ელემენტები და საუკუნოვანი ავეჯი. ეს ყველაფერი ქალმა ინტერნეტით სხვადასხვა კოლექციონერებისგან იყიდა.

ფლეტჩერები 30-იანი წლების სამოსს ატარებენ, მობილურის ნაცვლად სტაციონარულ ტელეფონს იყენებენ, 1929 წელს გამოშვებულ გაზქურაზე ამზადებენ საკვებს, 1935 წლის მაცივარში ინახავენ პროდუქტს და მხოლოდ შავ-თეთრ ფილმებს უყურებენ. ცოლ-ქმარი თითქმის არ სარგებლობს ბანკის ბარათებით და უპირატესობას ნაღდ ფულს ანიჭებს.

წყვილს შვილები არ ყავს და თანამედროვე რეალობაში დაბრუნებას უახლოეს მომავალში ისინი ნამდვილად არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები