ბრიჯიტ მაკრონი ყოველი გამოჩენისას გვიმტკიცებს, რომ ნებისმიერ სადა ანსამბლი შეიძლება გახადო დასამახსოვრებელი. ამჯერად საფრანგეთის პირველმა ლედიმ მეუღლესთან ერთად ნიცაში, საქველმოქმედო ვახშამი გამართა. მიღებას სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.
ამ დღეს ბრიჯიტ მაკრონი ბრწყინავდა შავი ფერის ელეგანტურ ანსამბლში. ეს გახლდათ ორბორტიანი პიჯაკი ატლასის საყელოთი, რომელიც სადა, სწორ შარვალთან იყო შეხამებული. ანსამბლს „ლუი ვიტონის“ ულამაზესი ოქროსფერი ჩანთა და ბრილიანტის სამკაული ასრულებდა.
ბრიჯიტ მაკრონმა ინდონეზიაში ვიზიტისას მოდური სამოსის დღესასწაული მოაწყო
მაკრონების სკანდალი გრძელდება – ბრიჯიტ მაკრონი ყველა ფოტოზე გაბრაზებულია

