LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვალე ავტომობილის ფერი აპლიკაციით – BMW-ს ახალი ცვალებადი ფერების მოდელი

176
bmwnews

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ წარადგინა მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომელიც ფერებს იცვლის. სიახლეს iX Flow ეწოდება და უჩვეულო ფუნქციას მელნის ტექნოლოგიის გამოყენებით მიიღებს. მოდელს თეთრი და ნაცრისფერი ორნამენტების შეცვლა შეეძლება.

BMW-ში ირწმუნებიან, რომ ახალი ტექნოლოგია ენერგოეფექტურია და დამატებით ხარჯებთან თუ გამონაბოლქვთან არ არის დაკავშირებული.

ფერის შესაცვლელად ავტომობილი აპლიკაციას იყენებს და მძღოლს ექსტერიერის ცვლილება მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით შეეძლება.

სამომავლოდ კი ინჟინრები ამ ფუნქციას სალონში ღილაკის დამატებით ჩაანაცვლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები