მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზრუნველობას არ ივიწყებს და ჯო ბაიდენს ურჩევს – შეხვედრის დროს არ ჩაეძინოს.
ტრამპი მოახლოებულ შეხვედრაზე ბაიდენს წარმატებებს უსურვებს და პუტინს გულწრფელ მოკითხვასაც უგზავნის:
“წარმატებებს ვუსურვებ ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს და გთხოვ, პუტინს ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი.” – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში შედგება.
რაც შეეხება ტრამპის იუმორნარევ განცხადებას, ეს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდს უკავშირდება – გასული წლის ნოემბერში ტრამპმა ბაიდენს “მძინარა ჯო” უწოდა და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.