ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა შვილიშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ლაზარე მხნედ არის.
ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს
„ჩემთვის ამ ეტაპზე ლაზარეს თმის გადაღებვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ნეტავ, ჩემს ლაზარეს დღესდღეობით, მაგაზე მეტი არაფერი სჭირდეს.
გადმომცეს, მითხრეს, რომ კარგად არის, მხნედ. იქიდან აქეთ შემომითვალა და მაწყნარებს, რომ ბაბუ, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო“, – განაცხადა მედიასთან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ.
ცნობისათვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს, 31 მარტს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
3 მარტს დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. აღნიშნული ინფორმაციას საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ
ამავე თემაზე:
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა