LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემთხვევით ვიპოვე ჩემი შვილის ეს ფოტო, ნახეთ განსხვავება.. ვარდისფერი სახლის ახლოს ჩვენი კოტეჯის ნანგრევებიც ეყარა“ – შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სტიქიამდე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

662
Untitled design (1)

მარიამ ბერიანიძე, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას ოჯახთან ერთად გადაურჩა, ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი

მარიამი წერს, რომ ფოტოები დროის გარკვეული ინტერვალით, სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ არის გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს შოვის მეწყერის დამანგრეველი შედეგები:

„შემთხვევით ვიპოვე ჩემი შვილის, კოტიკოს ეს ფოტო და უბრალოდ ნახეთ ვარდისფერი სახლის განსხვავება 3 აგვისტოს დილით და შუადღეს. რა თქმა უნდა, განსხვავდება მათი მდებარეობაც.

ჩვენ ვცხოვრობდით ამ სახლის მეზობლად და მეწყერის დროს ვარდისფერი სახლი ვიპოვეთ კალცის ხიდის მიმდებარედ, რომლის ახლოს ჩვენი კოტეჯის ნანგრევებიც ეყარა“, – წერს მარიამ ბერიანიძე.

„ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა.. შოთის თვალები მახსენდება, როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს“ – მარიამ ბერიანიძე შოვში, სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

 

 

 

“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე

როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი.. მახსოვს, გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა – რას წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე 

ვიდეო: „რაღაც მომენტში შევეგუეთ იმ აზრს, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო წუთები” – შოვის ტრაგედიას გადარჩენილები საოცარ ისტორიებს გვიყვებიან

„ვერტმფრენი რომ გამოჩნდა, 7-ს აკლდა 5 წუთი.. რაჭველი ბიჭები მოვიდნენ პირველად დასახმარებლად” – შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ოჯახის საოცარი ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g