LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შექება ყველასგან, ალექსის გარდა – ფაქტები, რომლებიც ჯეი ლოსა და ალექს როდრიგესის უთანხმოებაზე მიუთითებენ

239
41371950-0-image-a-59-1617652453472

51 წლის ჯენიფერ ლოპესი გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მისი და მისი საქმროს, ალექს როდრიგესის ურთიერთობა განსაკუთრებით აქტიურად განიხილება. ბოლო ცნობებით, წყვილი კვლავ ერთადაა, თუმცა მათი კრიზისული პერიოდის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

ამჯერად ჯეი ლო გამოცემა InStyle-ის გარეკანზე მოხვდა. ინტერვიუში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ლოპესის ყოფილი მეუღლე, მარკ ენტონი და მისი ყოფილი საქმრო ბენ აფლეკი. ამ უკანასკნელმა თავი ვერ შეიკავა და ჯეი ლო ქათინაურებით შეამკო.

„სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს?“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს ეფლირტავება

48 წლის აფლეკს არ ჩამორჩა არც ენტონი, რომელმაც განაცხადა, რომ ის საოცარი ადამიანია და უდიდესი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. ერთი სიტყვით, უამრავმა ადამიანმა ისაუბრა ჯეი ლოზე, თუმცა მათ რიცხვში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ ფიგურირებდა ლოპესის უმთავრესი მამაკაცი, მისი  საქმრო. ასევე ფოტოსესიაში ჯენიფერს არც 1 მილიონ დოლარად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, ეს ფაქტები კი ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ლოპესი და როდრიგესი განშორების პირას არიან, კიდევ უფრო ამყარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები