ბრედ პიტმა შეყვარებული, ინეს დე რამონი „ფორმულა 1“- ის გადასაღებ მოედანზე წაიყვანა. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მალევე მოიცვა და ბრედ პიტის ახალგაზრდა შეყვარებულის შესახებ ახალი თეორიებიც გამოითქვა.
მედიაში 31 წლის დე რამონის გარეგნობას აქტიურად არჩევენ და ამბობენ, რომ ის ანჯელინა ჯოლის ჰბაძავს.
„აშკარად შესამჩნევია ინეს დე რამონის ვიზუალის ცვლილება, შესაძლოა მან გარკვეულ პლასტიკურ ჩარევასაც კი მიმართა. დე რამონი ანჯელინას „კოპირებას” აქტიურად ცდილობს, ჰბაძავს მას სადა ჩაცმულობითა და მაკიაჟით“, – აცხადებს ინსაიდერი.
ბრედ პიტის ხელში დამშვენებული ინეს დე რამონი საყვარელი მამაკაცის გვერდით ბრწყინავს
„ბრედ პიტი 100%-ით მზადაა ინეს დე რამონზე დაქორწინდეს და შვილები ჰყავდეს“ – რას ჰყვება ინსაიდერი