LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეყვარებულმა დააწერინა, ზედმეტი არაფერი მომხდარა, მკაცრი მამა იყო” – მეზობლები 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილ შესაძლო სექსუალურ დანაშაულზე

a1549378271

გორში 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მისი 39 წლის მამა დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ოჯახის შესახებ ცუდი არაფერი გაუგიათ და არც ამ შემთხვევის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

“არასოდეს არაფერი გამიგია. კაი, წყნარი ოჯახი იყო. არავის არაფერს უშლიდნენ. გარეთ რომ გამოდიოდნენ, ჩვეულებრივი ნორმალური ოჯახი იყო. არც გამიგია და არც მინახავს. ახლა ლაპარაკობენ რაღაცებს მშრომელი ბიჭი იყო. ცუდი ადამიანი არ იყო. შიგ რა ხდებოდა, მე არ ვიცი”, – ამბობს ოჯახის მეზობელი ციცო ჯოხაძე რუსთავი 2 -თან საუბრისას.

ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ არასრულწლოვანი გოგონა ცოტა ხნის წინ სახლიდან, მეგობარ ბიჭთან ერთად, გაიპარა ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა, მისმა მამამ პოლიციას მიმართა და სახლში დააბრუნა.ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ბრალდება სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდებოდეს.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ბრალდებული 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს ძალმომრეობით ჩადიოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულს.39 წლის მამაკაცის საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც სექსუალური ხასიათის დანაშაული დასტურდება.

დაკავებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები