LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს

88
წყლის ჭავლის მანქანა დმანისში

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის ჭავლის ერთი მანქანა მუნიციპალიტეტის მიმართულებით ამ წუთებში გადაადგილდება და მას წინ პოლიციის მანქანები მიუძღვება.

აზერბაიჯანელები, ქართველები, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან… ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში: ვახტანგ გომელაური

შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. ადგილზე სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი, გიორგი ლილუაშვილი იმყოფებიან.

დმანისის შესასვლელთან კვლავ დაძაბულობაა – მოქალაქეების ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ადამიანს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა

 

mazda magti 5g