LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი, ექსტრავაგანტური და თავისუფალი – მაილი საირუსი გამოცემა Perfect-ის გარეკანზე

156
page

32 წლის პოპ-ვარსკვლავი მაილი საირუსი გამოცემა Perfect-ის ახალი ნომრის გმირია. არტისტი ფოტოსესიაში სრულიად შიშველი პოზირებს. მის „ლუქებში“ მოდერნისტული, ავანგარდული და კლასიკური სტილი შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს.

ჟურნალის ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ უკვე გავრცელდა ინტერვიუს ნაწყვეტები, სადაც მაილი გულწრფელად საუბრობს თავის განცდებზე სხეულთან, სტილთან და შინაგან თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„სიშიშვლე ჩემთვის არ ნიშნავს ნამდვილ სიშიშვლეს, ეს არის თანხვედრა, შინაგანი კონტროლი და საკუთარი თავის ფლობა. ჩემი და ჩემი სამოსის ურთიერთობა ისეთი ჰარმონიულია, თითქოს ისიც ჩემი კანის ნაწილია. არ ვგრძნობ, რომ ის მატარებს, პირიქით, მე ვატარებ მას, ეს შინაგანი სიმშვიდეა“, – აცხადებს ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური არტისტი.

მაილი საირუსის მუსიკალურ ფილმში ნაომი კემპბელი მონაწილეობს

ცნობისთვის, მაილი საირუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავი მიენიჭება. ჰოლივუდის კომერციული პალატის ინფორმაციით, საირუსი ვარსკვლავს მრავალმხრივი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიიღებს, რომელიც თითქმის 25 წელს ითვლის.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაილი საირუსის ვასკვლავი გაიხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები