LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიის ეკლესია ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლებას მისცემს

68
_124835887_gettyimages-959238110

შოტლანდიის ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დაუშვა. ამიერიდან ჰომოსექსუალები შეძლებენ ეკლესიაში შეუღლდნენ. BBC-ის ინფორმაციით, ასეთ ცერემონიებს ეკლესიის მსახური წარუძღვება.

თუმცა, სასულიერო პირებს არჩევანის უფლება ექნებათ და თავად გადაწყვეტენ სურთ თუ არა ქორწილში მონაწილეობის მიღება.

როგორც BBC აზუსტებს, შოტლანდიის ეკლესია ამ საკითხზე მრავალი წლის განმავლობაში მსჯელობდა და ბოლოს საეკლესიო კანონის შეცვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეთაგან 274 მომხრე, ხოლო 136 მოწინააღმდეგე იყო.

ჰომოსექსუალი წყვილების ქორწილებს შოტლანდიის ეკლესია სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოდან ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები