საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„პატრიარქმა გელა გელაძისა და მამუკა მდინარაძის ოჯახები დალოცა. ილია მეორემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.