ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც მრავალი წელია აშშ-ში, ემიგრაციაში ცხოვრობს და ახლა საქართველოში იმყოფება, ცოტა ხნის წინ ბიოლოგიურ მამას პირველად შეხვდა.
ამერიკაში ცხოვრების, ბიოლოგიური მშობლების ძებნის, მათი პოვნისა და ბიოლოგიურ მამასთან შეხვედრის დეტალებს ცისნამი საყვარლიშვილი მოქალაქეებს ყოველთვის უზიარებს სოციალური ქსელის მეშვეობით. მისმა გამომწერებმა ასევე იციან ცისნამი საყვარლიშვილის შვილის შესახებ, რომელიც დედასთან ერთად აშშ-ში აღარ ბრუნდება და მამის ოჯახში იმყოფება.
ცისნამი საყვარლიშვილი „ფეისბუკში“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ, როდესაც შვილი გვერდით ჰყავდა, სულ დედ-მამაზე ოცნებობდა, ახლა კი მამას შეხვდა და შვილზე ოცნებობს:
„სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს სამყაროში. რაღაც გაქვს, რაღაც არ გაქვს. ყველაფერს ერთნაირად არ გაძლევს სამყარო. ამიტომ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ იმით ტკბობა და ბედნიერება, რაც გვაქვს და რაც არ გვაქვს იმაზე ნაკლებად გავამახვილოთ ყურადღება.
შვილი გვერდით მყავდა და სულ დედ-მამაზე ვოცნებობდი. ახლა მამა მყავს გვერდით და შვილზე ვოცნებობ. აი ნახეთ, რაღაცას რომ გართმევს ღმერთი, რაღაცას გაძლევს. წარმოუდგენელია ყველაფერი ერთდროულად გქონდეთ.
და თუ თქვენ გყავთ: დედა, მამა, ქმარი, შვილი, ყველაფერი ერთად, მაშინ თქვენ ნამდვილი ბედნიერება გქონიათ და გაუფრთხილდით ამ ყველაფერს.
მე ახლა მყავს მამა და ქმარი. ორი ძვირფასი ადამიანი. შვილსაც უნდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ მას ბოროტმა ძალებმა დააჯერეს, რომ მე ცუდი ვარ, ის ჩემთან ცუდად იყო და ჩემამდე არ უშვებენ. ვისაც შვილები გყავთ, კარგად იცით, თუ როგორი მტკივნეულია ეს. ხოდა, სწორედ ეგ ახარებს და აბედნიერებს იმ ქალს, როცა იცის, რომ მე რაღაც მტკივა. სწორედ ეს უნდა მას, მისთვის ეს ხომ ადვილი გასაკეთებელი იყო. მან მე ადრეც მატკინა, როცა ქმარს დამაშორა და ახლაც იგივე გაიმეორა.
მისი ცხოვრების მთავარი მიზანი ადამიანების გულის ტკენა და დაჩაგვრაა.
მე უბრალოდ ჩემი შვილი მეცოდება იმ საცოდაობაში, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ვიცნობ ჩემს შვილს, ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა ჩემთან ერთად უკან დაბრუნება ამერიკაში, მაგრამ მას არ უშვებენ. ის გულს ვერ სტკენს გამზრდელ ბებიას. მისი მანიპულაციის მსხვერპლია, რასაც ის ეუბნება იმას აკეთებს, ღუპავს ჩემს შვილს და მის მომავალს, ჩემი შვილი დედის გარეშე ბედნიერი ვერ იქნება. ის ყოველთვის გულჩათხრობილი და სევდიანი იქნება. ჩემს შვილს ჩემი პირველი, დადებითი ჯგუფის სისხლი უჩქეფს ძარღვებში და ჩემი გენები აქვს. მე შორსაც ვგრძნობ, რა ახარებს და აბედნიერებს მას. ის ჩემსავით სევდიანი დადის, რადგან მას არც დედა და არც მამა არ ჰყავს გვერდით. მხოლოდ ბებიის სიყვარული მისთვის საკმარისი არ არის. ამ ქალმა მე ხომ ცოცხალ, მოსიარულე გვამად მაქცია და ჩემს შვილსაც თავ-გზას ურევს. რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაც უნდა გავაკეთო და გადავარჩინო ჩემი პატარა. უნდა დავიხსნა ამ მონსტრის კლანჭებიდან.
არ შევწყვეტთ შენთვის ბრძოლას ჩემო ირაკლი. შენ ჩემი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი ხარ, ჩემი სულის ნაწილი ხარ. უნდა გაიგო ეს დე! მიყვარხარ!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.
სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს სამყაროში. რაღაც გაქვს, რაღაც არ გაქვს. ყველაფერს ერთნაირად არ გაძლევს სამყარო. ამიტომ…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ოთხშაბათი, 01 იანვარი, 2025