21 თებერვლის ღამეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში ტრაგედია დატრიალდა – ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომანქანა შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, ორმა ადამიანმა ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლორმა, სამმა კი ვერ მოასწრო.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი, არასრულწლოვანი საბა წნორიაშვილია.
მომხდარი ტრაგედიის, გარდაცვლილი ძმისა და დაშავებულების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს საბას და, სალი წნორიაშვილი.
„სიზმარში გარდაცვლილმა დიდმა ბებიამ, ანიკომ მითხრა: მხოლოდ ანამარიას (ჩემი დის) გადარჩენა შემიძლიაო… საბასი ვერა, როგორც ჩანს, და როცა გავიღვიძე, სიზმრის ახსნას ვეძებდი და ანამარიას რომ ვკითხულობდი, მითხრეს რომ გადარჩა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რისგან და არც დანარჩენ ანგელოზებზე ვიცოდი. მადლობა ღმერთს და წინაპრების სულს ანამარიას გადარჩენისთვის. გადარჩა მარიამოც, ჩემი უახლოესი ნათესავი. ახლაც ვერ ვიაზრებ, როგორ გადარჩნენ. ორჯერ ან სამჯერ ამობრუნებული მანქანიდან ჩამოვარდნისას რომ სასიკვდილო მნიშვნელობის არაფერი მოიტეხეს და არც მანქანის ქვეშ მოყვნენ.
საბა, მერაბიკო და გვანცა ყოველთვის ჩემ გულებში იქნებით და ვერასდროს და არასდროს დაგივიწყებთ. მხოლოდ ის გვამშვიდებს, რომ არც ერთს ტკივილი არ გიგრძვნიათ, რადგან გონზე არ იყავით.
ვერ გპასუხობთ ყველას. მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის“, – წერს სალი წნორიაშვილი სოციალურ ქსელში.
სიზმარში გარდაცვლილმა დიდმა ბებიამ ანიკომ მითხრა: მხოლოდ ანამარიას (ჩემი დის) გადარჩენა შემიძლიაო…საბასი ვერა როგორც…
Posted by Sally Tsnoriashvili on ორშაბათი, 23 თებერვალი, 2026
