LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით… განსაკუთრებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, შრომისმოყვარე ოჯახის შვილი, კეთილშობილი ბიჭი… ცოტა ხნის წინ დაოჯახდა“ – რას ამბობს მასწავლებელი სარკინიგზო ავარიის დროს დაღუპულ 23 წლის ბიჭზე

987
ლაშა ცაგარეიშვილი

3 სექტემბერს თბილისში, დიდუბე- ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, გეგმიური სამუშაოების შესრულების დროს, „საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი დაიღუპა. მათ შორის ერთ- ერთი გარდაცვლილი სამტრედიელი, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლაშა ცაგარეიშვილი სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია.

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გამოცემა მომხდარზე მისი სკოლის პედაგოგის ლუდა სტურუას კომენტარს ავრცელებს:

„ქორწილი ივნისში ჰქონდა, დედა და დები იტალიაში მუშაობდნენ, დღეს ჩამოვიდნენ“ – სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის კოლეგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო

„ლაშას სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით. განსაკუთრებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, გამორჩეული თავისი თანატოლებისგან. შრომისმოყვარე ოჯახის შვილი, კეთილშობილი ბიჭი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა.

მთელი სამტრედია დამწუხრებულია და ადამიანები მეორე დღეა, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ რა საუკეთესო ახალგაზრდა დაკარგა ლაშას სახით სამტრედიამ, მთელმა ქვეყანამ.“ – ამბობს მასწავლებელი.

„ცოტა იყო დარჩენილი, დაახლოებით 8 წუთი რომ მივსულიყავით… საშინელი ხმა გავიგონე“ – რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა

ინფორმაციისთვის, გუშინ, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g