LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელმაც COVID-19 გადაიტანა კავასაკის სინდრომი დაუფიქსირდა

353
1034217-1

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, კავასაკის სინდრომი დაუფიქსირდა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გვაქვს კავასაკის სინდრომის შემთხვევა ოთხი წლის ბავშვში. ბოლო დროს სხვადსხვა ქვეყანაში იზრდება ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც კავასაკის სინდრომით არიან დაავადებული. მეცნიერების ნაწილი კი, ამას კორონავირუსს უკავშირებს“,–წერს ჯანდაცვის მინისტრი.

"კორონამაც შეიძლება ეს გამოიწვიოს" - კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით გამყრელიძე პედიატრებს მიმართავს

"კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება"

კავასაკის სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა მას ძირითადად აკავშირებენ ინფექციური დაავადებებით პროვოცირებულ ავტოიმუნურ რეაგირებასთან აკავშირებენ.  ეს ძირთადად 5 წლამდე ბავშვებს აქვთ,” – დაწერა მინისტრმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ტოროსიანის თქმით, საერთაშორისოს სტატისტიკის გათვალისწინებით, სომხეთმა უკვე შეიძინა კავასაკის სამკურნალო მედიკამენტები. ამასთან, წინასწარ მომზადდა იმუნოგლობულინის პრეპარატები, რომლებიც ამ სინდრომის სამკურნალოდ არის განსაზღვრული.

საგანგაშო წერილი ექიმებს – ბავშვებში იშვიათი სინდრომი გავრცელდა, რომელიც შესაძლოა “კოვიდ 19”-ს უკავშირდებოდეს

ცნობისთვის, ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

“ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში, განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს“, – ამ განმარტებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით აკეთებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g