LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერც ერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს“ – კახა კალაძე

146
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვერც ერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს. მისი თქმით, როგორც ფრენები, ისე რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც მისივე შეფასებით, ძალიან ცუდი იყო.

„როგორც რუსეთთან ფრენები, ისე უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს, განაპირობებს იმას, რომ ხვალიდან პირდაპირი ფრენები დაიწყება და ეს ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ არა რომელიმე ქვეყნის გავლით, არამედ პირდაპირ ეწვიონ რუსეთის რომელიმე ქალაქს, იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმას, რომ ვერც ერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს. ამას შესაბამისი უწყებები სწავლობენ და ვერც ერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებში ვერ ჩაერთვება. ის კონკრეტული ფაქტი, რომ კომპანია „აზიმუტს“ საიტზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მოხსენებული, ძალიან ცუდია, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოების სიიდან უკვე ამოღებულია.

ოკუპაცია ძალიან დიდი პრობლემაა და რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ტერიტორიების დეოკუპაცია მოვახერხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

Georgia Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან გეგმავს

რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს 

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს

mazda magti 5g