LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრესი თმის ცვენის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია!“ – რატომ გვცვივა თმა? რჩევები და რეკომენდაციები სალომე ვადაჭკორიასგან

200
სალომე ვადაჭკორია

რატომ გვცვივა თმა? – ექიმი, კლინიკა „თალიზის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, სალომე ვადაჭკორია „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემაში „ექიმის რჩევები“ ამბობს, რომ თმის ცვენა გლობალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოში მოსახლეობის 50%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს.

სპეციალისტის თქმით, თმის ცვენის მიზეზი მრავალფეროვანია, მკურნალობა კი ინდივიდუალური:

„ეს არის გლობალური პრობლემა. თმის ცვენა მსოფლიოში მოსახლეობის 50% -ზე მეტ ადამიანს აწუხებს, ძირითადად კი მამაკაცებს, ანდრო-გენეტიკური ტიპის თმის ცვენით, თუმცა ბოლო წლებში ეს ტენდენცია ქალბატონებშიც ძალიან ხშირად შეიმჩნევა.

თმის ცვენის მიზეზი მრავალფეროვანია, რადგან თმა არის ძალიან მგრძნობიარე ორგანო და ყოველგვარ ცვლილებაზე რეაგირებს.

მიზეზი, შესაძლოა, სეზონურ-ტემპერატურული ცვლილებები იყოს.

სტრესი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და იწვევს თმის ცვენის ინიციაციას.

შემდეგ მოდის ჩამონათვალში სხვა დანარჩენი ფაქტორები, მაგალითად, გენეტიკური, ენდოკრინული პრობლემები, ინფექციური დაავადებები, გინეკოლოგიური…

ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვუმკურნალოთ თმის ცვენის პრობლემას როცა ძალიან შორს წასულია, ამას სჯობს დროული დიაგნოზის დასმა საწყის ეტაპზე, რადგან როდესაც თმის ცვენა პროგრესირდება, ძალიან რთული და შეუძლებელიც კი არის თმის ცვენის საწყის ეტაპთან დაბრუნება.

ამიტომ უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი კომპლექსურად და შემდეგ დავიწყოთ მკურნალობა“, – ამბობს ექიმი.

რატომ გვცვივა თმა?

რატომ გვცვივა თმა?

Posted by ახალი დღე • 1tv.ge on სამშაბათი, 08 ივლისი, 2025
magti 5g