LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჭანუყვაძე: „ჩემი ქმარი ძალიან კომფორტული და საყვარელია…“

400
თაკო ჭანუყვაძე

„პოსტივიზე“ ახალი გადაცემა მსახიობ თაკო ჭანუყვაძეს მომღერალ ოთო კოვზირიძესთან ერთად მიჰყავს.

ჟურნალმა „თბილისელებმა“ მომხიბვლელ ტელესახესთან ინტერვიუ ჩაწერა და მეორე ნახევრის შესახებ ჰკითხა:

„ჩემი ქმარი ძალიან კომფორტული და საყვარელია. ის არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ჩვენს ბედნიერებაზე ფიქრობს და ჩვენთვის არასდროს არაფერი ეზარება…“

როგორც თაკო ამბობს, მისი ჩაცმის სტილი განსაკუთრებულია და მას ძალიან უყვარს საყიდლებზე სიარული: „ჩემი განტვირთვა და ჰობი ნაჭრებთან ურთიერთობაა და მათგან სხვადასხვა სამოსის შეკერვაა, რომლის მორგებაც, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მიყვარს. ალბათ, 18 წელია, სამოსს თავად ვიკერავ და ჩემთვის არცთუ ისე რთულია…“

თაკო ჭანუყვაძე: „ერთადერთი მსგავსება, რაც კეკესთან მაქვს, ჩაცმის სტილია…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები